დღეს გავეცნობით Canva-ს ისტორიას, რომელმაც, ერთი შეხედვით ხელშეუხებელი გრაფიკული დიზაინის ინდუსტრია თავდაყირა დააყენა.
💡finSPOT-ის ნიუსლეთერში დღეს დავფარავთ:
დიდი იდეის მოკრძალებული საწყისი: როგორ შენიშნა 19 წლის ავსტრალიელმა გოგომ მილიარდიანი შესაძლებლობა გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიაში
100 უარი დაფინანსების მოპოვებაზე: პოტენციური ინვესტორების განუწყვეტელი უარი და დამფუძნებლის შეუპოვრობა
Canva-ს შექმნა, შთამბეჭდავი სტარტი და უნიკორნის სტატუსი: Canva-ს გეომეტრიული პროგრესიით ზრდა $32 მილიარდამდე
რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ისტორიიდან?
მოკლედ, ჩავუსხდეთ.
დიდი იდეის მოკრძალებული საწყისი
2008 წელს ავსტრალიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი, Melanie Perkins დიზაინის პროგრამებს ასწავლიდა თანაკურსელებს ნახევარ განაკვეთზე. მალევე შენიშნა თუ რა რთულად გამოსაყენებელი იყო იმ დროს ბაზარზე არსებული გრაფიკული დიზაინის გადაწყვეტები (მაგ.: Adobe InDesign, Microsoft Publisher) და როგორ უჭირდათ სტუდენტებს მათი სწავლა და მოხმარება.

2008 წელს ბაზარზე არსებული გრაფიკული დიზაინის გადაწყვეტის მაგალითი
იმ პერიოდში არსებული ყველა გრაფიკული დიზაინის გადაწყვეტა desktop ვერსიას ეფუძნებოდა და არ არსებობდა ონლაინ წვდომისა და კოლაბორიციის შესაძლებლობა.
Melanie Perkins-ს კი უნდოდა გრაფიკული დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რომელიც ისეთივე მარტივი გამოსაყენებელი იქნებოდა, როგორც Facebook.
ამ იდეის ხორცშესხმისთვის, დამფუძნებელს არ ჰქონდა არც პროგრამირების და არც მარკეტინგის თუ ბიზნესის შექმნის გამოცდილება. თუმცა, იდეის განსახორციელებლად Melanie Perkins-მა, თავის პარტნიორ Cliff Obrecht-თან ერთად, მცირე მასშტაბით დაწყება გადაწყვიტა.
იმ დროისთვის სკოლის მასწავლებლებს უწევდათ ათობით საათის დახარჯვა ყოველწლიური გამოცემის (Yearbook) შესაქმნელად, რომელიც მოიცავდა ტექსტის, ფოტოებისა და დიზაინის თავმოყრას. სწორედ ამ ნიშაზე ფოკუსირება გადაწყვიტეს დამფუძნებლებმა და შექმნეს Fusion Books. პროდუქტის შესაქმნელად კი ადგილობრივი დეველოპერული კომპანია შეარჩიეს.

2008 წელს შექმნილი Fusion Books-ის პირველი ვებსაიტი, რომელიც სკოლებს Yearbook-ების შექმნას მნიშვნელოვნად უმარტივებდა
Fusion Books-ი მალევე გახდა yearbook-ების შესაქმნელად ყველაზე გამოყენებადი პლატფორმა ავსტრალიაში და 2010 წლისთვის უკვე $1 მილიონის შემოსავალს გამოიმუშავებდა.
100 უარი დაფინანსების მოპოვებაზე
მიუხედავად მცირე დროში მიღწეული წარმატებისა, დამფუძნებლების მიზნები გაცილებით ამბიციური იყო და Fusion Books-ი ახლოსაც არ იყო მათ საწყის ხედვასთან. თუ რა შესაძლებლობა ჰქონდა Fusion Books-ის განვითარებას, Melanie Perkins-მა ეს მკაფიოდ დაინახა ავსტრალიაში გამართულ კონფერენციაზე, სადაც ცნობილი venture capitalist Bil Tai მონაწილეობდა, რომელიც სტარტაპებზე და ვენჩერულ კაპიტალზე საუბრობდა.
2011 წელს Melanie Perkins გაემგზავრა სან ფრანცისკოში 3-თვიანი ტურისტული ვიზით, იმ იმედით, რომ გრაფიკულ დიზაინთან დაკავშირებული რევოლიციური იდეისთვის კაპიტალს მოიზიდავდა.
პირველი შეხვედრა ჰქონდა Bill Tai-ისთან, რომელმაც ინვესტირებაზე უარი უთხრა სანამ ტექნოლოგიურ გუნდს არ შეკრავდა. ფაქტობრივად, 2 გამოწვევის წინაშე დადგა მელანი პერკინსი: (i) დაერწმუნებინა საუკთესო პროფესიონალები მცირე ავსტრალიურ სტარტაპს შემოერთებოდნენ, და (ii) ეპოვა ინვესტორები, ვინც კომპანიაში ფულს ჩადებდნენ.
2011-2012 წლებში, Perkins და Obrecht დაფინანსების მოპოვების და ტექნოლოგიური გუნდის შეკვრის მიზნით 100-ზე მეტ ინვესტორს შეხვდნენ. არაერთი უარის მიუხედავად, დამფუძნებლები აგრძელბედნენ ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორთან შეხვედრას და დადიოდნენ ყველა კონფერენციაზე, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდათ.
Networking-მა საბოლოო შედეგი 2012 წლის მეორე ნახევარში გამოიღო, როდესაც Cameron Adams (Google-ის ყოფილი ინჟინერი) თანადამფუძნებლად შემოსვლაზე დაითანხმეს. Cameron Adams-ის გამოცდილება და ცოდნა კრიტიკული იყო ამბიციური დიზაინ პლატფორმის შესაქმნელად.
სამმა დამფუძნებელმა ერთიანი ძალებით შეძლო რამდენიმე სილიკონ ველის გამორჩეული ინჟინერის გადმობირება სტარტაპში. უკვე შეკრული გუნდით კი Canva-მ პირველი კაპიტალი მოიზიდა $3 მილიონის მოცულობით ($1.6 მილიონი სილიკონ ველიდან, $1.4 მილიონი ავსტრალიის სამთავრობო matching პროგრამის მეშვეობით). ინვესტორებს შორის იყვნენ Bill Tai, Lars Rasmussen (Google Maps co-founder), and Ken Goldman (former Yahoo CFO).
Canva-ს შექმნა, შთამბეჭდავი სტარტი და უნიკორნის სტატუსი🦄
Canva გაეშვა 2013 წელს და პირველივე წელს 150 ათასი იუზერის მოზიდვა მოახერხა, 2015 წელს 5 მილიონის, 2016 წლისთვის კი უკვე 10 მილიონ მომხმარებლამდე ავიდა. კომპანიის ზრდის ტემპი და მაჩვენებლები ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებდა.
2018 წლის იანვარში, Canva-მ $40 მილიონი დამატებითი კაპიტალი მოიზიდა და ოფიციალურად მიაღწია უნიკორნის სტატუსს $1 მილიარდიანი კომპანიის ღირებულებით.
თავდაპირველად ინდივიდიალურ მომხმარებლებზე გათვლილმა პლატფორმამ მალევე მოიპოვა კორპორატიული კლიენტების ნდობაც. 2018 წლისთვის Fortune 500 კომპანიების 85% Canva-ს მომხმარებელი იყო.
კოვიდ პანდემიის პერიოდში, Canva-ს პლატფორმის გამოყენება 50%-ით გაიზარდა — განსაკუთრებით მოიმატა კორპორატიული მომხმარებლების რიცხვმა.
Canva-ს შემოსავლები დინამიკა:
2018: $85 მილიონი
2019: $254 მილიონი
2020: $500 მილიონი
2021: $1 მილიარდი+
…
2024: ~$2.5 მილიარდი
Canva-მ ჯამში $560 მილიონი აწია ვენჩერული კაპიტალით. სწრაფი ზრდი ტემპი, მომგებიანი ბიზნეს მოდელი, პროდუქტის მუდმივი გაუმჯობესება და ფუნქციონალის გამრავლფეროვნება გახდა საფუძველი კომპანიის ერთ-ერთ წამყავნ ტექნოლოგიურ კომპანიად ჩამოაყალიბების. ეს კი კომპანიის ღირებულებაზეც აისახა — 2018 წელს $1 მილიარდიანი კომპანია, 2024 წლის მონაცემებით $32 მილიარდადაა შეფასებული.
2024 წლის დეკემბერში Canva-მ Zoom-ის ყოფილი CFO (Kelly Steckelberg) შემოიერთა, რაც ნიშნავს რომ, დიდი ალბათობით, დიზაინ პლატფორმის გიგანტი IPO-ს გეგმავს 2025 ან 2026 წელს.
ამჟამად, Canva-ს ჰყავს 220+ მილიონი აქტიური მომხმარებელი 190 ქვეყანაში და Fortune 500 კომპანიების 95% პლატფორმით სარგებლობს.
რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ისტორიიდან?
რეალური პრობლემის გადაჭრა: Melanie Perkins-მა ზუსტად იცოდა რამდენად მწვავე იყო პრობლემა და რამდენ ძალისხმევას მოითხოვდა დიზაინის შექმნა რიგითი ადამიანისთვის. ეს პრობლემა თავის თავზე გამოსცადა, როდესაც უნივერსიტეტში ასწავლიდა სხვა სტუდენტებს გრაფიკულ დიზაინს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა რაც ბიზნესის დაწყებამდე უნდა დავსვათ: არსებულ და რეალურ პრობლემას ვჭრი ჩემი ბიზნესით, თუ პრობლემას ვიგონებ იმისათვის რომ ჩემს ბიზნესს გამართლება მოვუძებნო?
კონცეფციის გატესტვა მცირე მასშტაბზე: როგორც ზემოთ აღვნიშნე, Canva-ს შექმნამდე, დამფუძნებლებმა პლატფორმის მინი ვერსია შექმნეს და იდეა Yearbook-ების ნიშაზე დატესტეს.
დიდი იდეეები ერთ ღამეში არ შენდება. ხშირად ჯობია პროდუქტის მინიმალური ვერსია გაიტესტოს მცირე მასშტაბზე და/ან ვიწრო ნიშაზე. ერთის მხრივ, ეს გარკვეულ ინდიკაციას იძლევა თუ რამდენად მომგებიანი და ღირებულია არსებული კონცეფცია და მეორეს მხრივ, დიდი იდეის წარმატებით განხორციელების გარკვეულ ‘გარანტიას’ ქმნის.
უარყოფის გამოყენება იდეის განსამტკიცებლად: ინვესტორებთან თითოეული წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, მელანი პერკინსი ინიშნავდა კომენტარებს/შენიშვნებს და თავისი pitch-ის (ინვესტორებისთვის განკუთვნილი პრეზენტაცია) გასაუმჯობესებლად და გასამყარებლად იყენებდა.
კრიტიკის უგულებელყოფის ნაცვლად, უმჯობესია ჩაძიება თუ რა საფუძველი აქვს ამ კონკრეტულ შენიშვნას და როგორ შეიძლება ამის გამოყენება საკუთარი იდეის დასახვეწად.
Fremium მოდელი — უფასო და ფასიანი ვერსიები: Canva-ს მომხმარებლების 90% სრულიად უფასოდ იყენებს პლატფორმას. მილიარდობით შემოსავალს კი კომპანია აგენერირებს მომხმარებლების 10%-ისგან.
ეს საკმაოდ კარგი მაგალითია, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს freemium მოდელი, სადაც უფასო ვერსია რეალურ ღირებულებას უქმნის იუზერს (დიზაინის შექმნა თითქმის ყველასთვის შესაძლებელი გახდა). ამავდროულად, მომხარებლებს შორის ჰყავს პროფესიონალი დიზაინერები თუ ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც კომპლექსური ფუნქციონალი სჭირდებათ და მზად არიან ფასიანი ვერსიით ისარგებლონ.
P.S. Canva-ს 3 წელი უფასოდ ვიყენებდი. როცა ლოგოს შექმნაში დიზაინერების ფასები გავიგე, გადავედი ფასიან ვერსიაზე ($15/თვე), რათა თავად შემექმნა დიზაინები მაღალი რეზოლუციით და ჩემთვის მისაღებ დროის მონაკვეთში. A Win-win scenario — როგორც მილიონობით სხვა მომხმარებლისთვის!
ფუნდამენტური ცვლილებები ხშირად სიგიჟით იწყება: არაერთ სოფისტიცირებულ ინვესტორს აბსურდად მიაჩნდა Melanie Perkins-ის იდეა და ამ იდეით ტექ გიგანტებთან შეჭიდება (მაგ.: Adobe, Microsoft, Google). ქვედა ვიდეო კი დამფუძნებელმა Canva-ს წარმატების შემდგომ გააზიარა და თქვა რომ ეს კარგად ასახავს მის მდგომარეობას Canva-ს შექმნის საწყის ეტაპზე.
ხანდახან მხოლოდ ერთი ადამიანის გადმობირებაა საჭირო იდეის წარმატებისთვის. It’s a fun 3-minute video - check it out:)
დღეისათვის სულ ეს იყო. ფინსპოტის ნიუსლეთერები ყველა გამომწერისთვის ხელმისაწვდომია ერთ სივრცეში: finspot.beehiiv.com
ქართული ბიზნესების უკეთ გასაცნობად კი ეწვიეთ: www.finspot.ge
🚀 ერთად ბევრ ბიზნესს გავეცნობით - cheers!
☺მოგეწონათ, 🤕არ მოგეწონათ, 🫠ისე რაა — ყველანაირი კომენტარი შეგიძლიათ მოიწეროთ ამ იმეილის პასუხად.🫰

